„რელიგიური მოტივებით ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივას რაც შეეხება, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამუშაო ჯგუფში ამ საკითხზე დააფიქსირა ნეგატიური პოზიცია. მინდა ეს პოზიცია განვმარტო. მთელ რიგ შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქსესუარების ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, საფრანგეთში აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ აქსესუარების ტარება, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, ვინაიდან ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ ქალებს, რადგან მათ შესაძლოა აქსესუარების ტარების გარეშე საჯაროდ სიარული აეკრძალოთ. შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევები, მაგალითად როცა სახელმწიფო მომსახურეობის მიღებაა შესაძლებელი, ან ფოტოს გადაღება, საზღვრის კონტროლის გავლა, შესაძლოა, შეიზღუდოს ეს ყველაფერი, თუმცა საჯარო ადგილებში აკრძალვა, რომ ატარონ ეს ტანისამოსი, ამ ქალების უფლებების დარღვევაა. მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“
ნინო ლომჯარია