ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად კი ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, გამოძიება სისიხლის სამართლის 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.