ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარნეულში, შვილის დაჭრის ბრალდებით, დედა დააკავეს

მარნეულში ქალი დაჭრეს – 30 წლის ქალს ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში დედამ მიაყენა.

“რადიო მარნეულის” ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი უცხო პირის მიერ მისი პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება გახდა.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო,  ამიტომაც, მას გადაუდებელი ოპოერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, მათივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია დანაშაულში ბრალდებული [დაჭრილის დედა] , რომელსაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმ შემთხვევაში, თუ ქალი ჩვენებას მისცემს და მოხდება პირის იდენტიფიცირება, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა, საქმეს ახალი –  სისხლის სამართლის კოდექსის 157 მული დაემატება.

 

 

იტვირთბა....