ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: თუ ყველა იზიარებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არ არიან დამაკმაყოფილებელი, მაშინ დავა არის პიროვნული

„მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც დაიწყო და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებასა და ნორმალური, ჯანსაღი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ეხება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, შესაძლოა, ამან უფრო დიდ პროცესს მისცეს ბიძგი და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების საფუძველი გახდეს.

“დეპუტატები ვაქტიურობდით და ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას, შესაძლოა, ეს განცდას ბადებს, რომ გუნდში არის განსხვავებული პოზიციები. ყველასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ვიმედოვნებ, არიან სხვა კოლეგებიც გუნდში, რომლებიც ასევე არიან განწყობილი წარდგენილი სიის მიმართ. ვინც ამ საის ვეწინააღმდეგებით, დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინააღმდეგობა არის სამართლიანი და საქართველოს მომავალზე ორიენტირებული მოთხოვნა. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს მიზანი და პიროვნული წყენა უნდა გადავდოთ. როგორც ჩანს, ეს პიროვნულ დონეზეა, რადგან თუ ყველა იზიარებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არ არიან დამაკმაყოფილებელი, მაშინ დავა არის პიროვნული“, – განაცხადა ნაცვლშვილმა. გაწვევა, გარიცხვა და ა.შ, უნდა მოხსნას დღის წესრიგიდან და ვიყოთ ორიენტირებული, ისეთი კრიტერიუმები შევქმნათ, რომელსაც ექნება მუდმივი ძალა. ვერაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ კონკრეტულ საკითხზე ვსაუბრობთ კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ამაზე თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, გარიცხვაზე კი არ უნდა იყოს საუბარი. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, მომავალში თანამშრომლობას ვერ შეძლებენ, რადგან აღნიშნული არის ძალიან მწვავე და ღირებულებითი საკითხი“, – განაცხადა დეპუტატმა.

იტვირთბა....