პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ირაკლი კობახიძის და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ჩუგოშვილის აზრით, მოსამართლეთა მათ მიერ წარმოდგენილი სია არ გავა.
“მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ”, – წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.