„შევთანხმდით, რომ უახლოს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიქაუტაძის განმარტებით, მას თითოეულ კანდიდატთან ჰოქნდა საუბარი.
“ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება.
მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა მიქაუტაძემ.