ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

28 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები 28 წლის ვაჟა ბერძენიშვილი, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შესახებ იმნფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

გარდაცვლილის მამის, გია ბერძენიშვილის განცხადებით,  ვაჟა ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა.

“როგორც კი შეუძლოდ გახდა წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული_ განუცხადა გია ბერძენიშვილმა “გურია ნიუსს”

იტვირთბა....