ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა არის ჩვეულებრივი მოვლენა.
“ვფიქრობ ამ საკითხის ამ რიგად დაყენების რაკურსი, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს მხარს უჭერს მათ, ვინც აკრიტიკებს ბესელიას, არასწორია და უფრო ჩახლართული. არის გარკვეული პოზიცია, რომელსაც ივანიშვილი იზარებს და მხარ უჭერს, როგორც პარტიის ლიდერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რომელიმე გუნდს ან კონფლიქტის რომელიმე მხარეს მხარს უჭერს. ის მხარს უჭერს პრინციპს, დამოკიდებულებას, იდეას და საერთოდ რეალურ ვითარეს სხვანაირად ხედავს. ისევე როგორც გუშინ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკაცშირებით, აზრები განსხვავებულია თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელიას ბრალდება ან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ პოზიციის დაკავება ან არაგულწრფლობა, იმ ურთიერთობიდან გამომდინარე წლების განმავკობაში ჩამოგვიყალიბდა. ასე, რომ ნუ ვიქნებით ორიენტორებული სკანდალზე, ფაქტია რომ მოსაზრებები მნიშვნელობლად განსხვავდება ერთამნეთისგან მიუხედავად პიროვნული დამოკიდებულებისა. პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა არის ჩვეულებრივი მოვლენა” – განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომოანია პირველთნ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება დმეოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო განცხდაება გააკეთა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.