ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე – თუ უკრაინას ავტოკეფალია არ მივულოცეთ ნიშნავს, რომ რუსეთს გუნდრუკს ვუკმევთ

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ქართველი ერისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ქართულმა ეკლესიამ უნდა მიულოცოს უკრაინას ეს მნიშვნელოვანი დღე, რადგან უკრაინის ეკლესიას სამართლიანად ეკუთვნის ავტოკეფალია და აქვს უფლება ქონდეს დამოუკიდებლობა, – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი უკრაინის ეკლესიის ევტოკეფალიის საკითხს..

მამა პეტრეს განცხადებით, აუცილებელია, ქართულმა მხარემ უკრაინას ავტოკეფალია მიულოცოს.

“მოცემულ სიტუაციაში მე მესმის ქართული მხარის პოზიციაც. სიფრთხილე გვმართებს, რადგან რუსეთის ეკლესიის მრისხანება არ გამოვიწვიოთ. მე არ ვამბობ, რომ სწორია თუ უკრაინას არ მივულოცავთ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთი უნდა გავაღიზიანოთ. საფრთხილო საკითხია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინამ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია არ უნდა იზეიმოს. თვით რუსეთის ეკლესიასა და პოლიტიკოსებსაც დაფიქრება მართებთ, რომ არ შეურაცხყონ და არსებობის საშუალება არ წაართვან სხვა ეკლესიას. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რასაც აკეთებდა რუსეთი ქართულ ეკლესიასთან დამოკიდებულებასა და მიმართებაში, ჩვენ უფრო მეტად გავაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ თვით ქართული ეკლესიის მიმართ იყო უსამართლობა და დღემდე ასე ხდება. მსოფლიოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ავტოკეფალია რჩება ძალაში და შეუძლებელია, ქართულმა მხარემ ნეიტრალურობა შეინარჩუნოს. ეს უკვე ნიშნავს, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია არ მივულოცეთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთს ვუკმევთ გუნდრუკს”, – აცხადებს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა. მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ავტოკეფალია. ქართული მხარე, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები მილოცვისგან თავს იკავებენ.

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპატრიარქოს პოზიციას ელოდებიან. საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ, გაეცნობიან ტომოსს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

იტვირთბა....