გორში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამივე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. დედა და ერთი ბავშვი მალევე გაწერეს, სტაციონარში მკურნალობას კი მეორე მცირეწლოვანი ბავშვი განაგრძობს. როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

