ახალი ამბები მთავარი სამართალი

კარალეთში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა.

ქვეითად მიმავალ ხანშიშესულ მამაკაცს “მერსედესის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლს მიმალვა არ უცდია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლის მე – 5 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....