ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

გიგაური TBC-ის საქმეზე – ასიამოვნეს ბელადს!

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში TBC ბანკის საქმეს ეხმაურება.

“მერამდენედ ვხედავთ, როდესაც ამ ქვეყნის არაფორმური მმართველი საჯაროდ დავალებას აძლევს პროკურატურას და ისინიც ასრულებენ უფროსის დავალებას. როგორც ჩანს , იგივე ხდებაTBC ბანკთან მიმართებაში. ასიამოვნეს ბელადს! სხვა რა ფუნქვია აქვთ მეორეს მხრივ ფარცხალაძის, ომეგას, სარალიძის, მუხთარლის, ამომრჩევლების მოსყიდვის საქმეებს ეგენი არ იძიებენ და რაღაც ხო უნდა გააკეთონ ……”, – წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ  გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ აქტივობებში ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები იკვეთებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....