ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლუგარის ლაბორატორიაზე რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია BBC-ის მიერ შედგენილი 2018 წლის ყალბი ამბების ათეულში მოხვდა

2018 წლის ყალბი ამბების ათეულში, რომელიც BBC-იმ შეადგინა, თბილისის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციაც მოხვდა. მედიასაშუალების ცნობით, ტერმინ „ყალბი ამბების“ მიმართ ინტერნეტმომხმარებლების ინტერესმა 2018 წელს პიკს მიაღწია.

BBC-ის ცნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისის გარეუბანში განთავსებულია ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე საიდუმლო ცდებს ატარებენ. ტელეკომპანიის კორესპონდენტი თბილისში გაემგზავრა და ლაბორატორია შიგნიდან შეისწავლა. როგორც BBC წერს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა. BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ლუგარის ლაბორატორია C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია.

2018 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

წყარო: “პირველი არხი”

სხვა ამბები

აფხაზავა – თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი

newsadmin

აფხაზავა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

newsadmin

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტუბიში გახდა

newsadmin

დუბაიში მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებისთვის ემზადებიან

newsadmin

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს ეწვია

newsadmin

გვარამია – ჩემთვის ნაცები არიან ამ ხელისუფლების შესაცვლელი პლატფორმა

newsadmin
იტვირთბა....