ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო

ბაგა-ბარების სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 18 იანვრამდე გადაიდო.

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადება გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ამასთან, არდადეგები გახანგრძლივდა საჯარო სკოლებშიც.

„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით”, – განაცხადეს სამინისტროში.

 

იტვირთბა....