გაერომ უახლოესი სამი წლის ხარჯები გადაანაწილა. ორგანიზაციის ახალი ამბების სამსახურმა კი გააკეთა შეტყობინება ბიუჯეტში გაეროს წევრი ქვეყნების საწევროს ახალი შკალის შექმნის შესახებ.
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად აშშ ძველებურად გადაიხდის შესაძლო მაქსიმუმს, რაც გაეროს ხარჯების 22%-ს შეადგენს. პირველად მრავალი ათწლეულის მანძილზე ჩინეთმა გადაუსწრო იაპონიას და გახდა ორგანიზაციის რეგულარული ბიუჯეტის მეორე ადგილზე მყოფი გადამხდელი ქვეყანა. პეკინი გაეროს რეგულარული ბიჯეტის 12%-ს დაფარავს. ინფორმაციას bfm.ge ავრცელებს.
ყველა ქვეყანას აკისრია თავისი წილი წვლილის შეტანა გაეროს საერთო ხარჯების გადახდაში და ამიტომ მსხვილი ქვეყებისთვის დადგენილია ზღვარი როგორც მაქსიმუმი 22%. ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის 0,01% ასევე, როგორც მაქსიმუმი.
მსხილი სპონსორების სიაში შევიდნენ ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან: იაპონია (8,564%), გერმანია (7%) და საფრანგეთი (4,427%).
რუსეთმა ახლა შკალაში დაიკავა მე-8 ადგილი და გაეროს ბიუჯეტის 2, 405% წილი შეადგინა.
პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში მცრეოდენი დატვირთვა მოხდება ყაზახეთის შემთხვევაში და იგი შეადგენს 0,187%-ს, ყველა დანარჩენი კი გადაიხდიან მინიმუმ 0,1%-ს.
აზერბაიჯანი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ორგანიზაციის ბიუჯეტი 0,049%-ით, საქართველო 0,008%-ით, სომხეთი-0,007%-ით.
ასე, რომ როგორც საბოლოოდ ირკვევა საქართველო და სომხეთი გაეროს უღარიბესი ქვეყნების რიცხვში არიან მოხვედრილები.