ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემია არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არ არის.

მისივე თქმით, მიმართვიანობამ, ბოლო დღეებში, იკლო.

“ყველაზე პიკური გვქონდა 277 და ახლა არის 256 რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია არ გვაქვს. ეპიდემიის ცოდნა საჭირო არის ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ შესაბამისი პროტოკოლი აამოქმედოს. რაც შეეხება ტამიფლუს მარაგებს, მის რაოდენობას ასევე საერთაშორისო პროტოკოლი განსაზღვრავს თუ რა ავადობაზე რა რაოდენობა უნდა გვქონდეს, ჩვენ ეს მარაგები გვაქვს და იმ დღეებში, როდესაც სააფთიაქო დეფიციტი შეიქმნა, ჩვენ გავუნაწილეთ კიდეც მათ”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

იტვირთბა....