ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“სირიაში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია” – ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ თურქეთის აზრით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში დამარცხებულია.

თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის ნორმალიზების გეგმა წარადგინოს.

მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.

„ეს დეტალურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა აშშ-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის და სირიელი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულების ძალა და განწყობა აქვს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ანკარა განწყობილია დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სირიაში.

იტვირთბა....