აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იპიჩმენტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა განმარტავს, რომ იმპიჩმენტი რთული საკითხია.
როგორც მან NBC News- თან ინტერვიუში აღნიშნა, დემოკრატები იმპიჩმენტის საკითხის დაყენებამდე, სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიების შედეგებს დაელოდებიან, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და მოსკოვთან კავშირს იძიებს.
გარდა ამისა, ახლადარჩეული სპიკერი არ აპირებს, მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მოთხოვნას, მექსიკის საზღვართან კედლის დაფინანსებისთვის ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დამტკიცებასთან დაკავშირებით. თუმცა სურს, დროულად დასრულდეს “შათდაუნი”, რომელიც ბიუჯეტის არარსებობის გამო, მთავრობის ფუნქციონირების პარალიზებას იწვევს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს წარმომადგენლობითი პალატის მიერ უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს, სადაც კედლის მშენებლობისთვის მის მიერ მოთხოვნილზე გაცილებით ნაკლები თანხებია გამოყოფილი. ამიტომაც, კვირაზე მეტია აშშ-ის მთავრობის ნაწილი ფინანსების არარსებობის გამო ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.