ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაცია თელასის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

“საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინი, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაღვრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....