ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია: კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს

“იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, იურიდიულ კომიტეტში უნდა იყვნენ სწორედ ისეთი იურისტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება, ამავე დროს, პრინციპული, ზნეობრივი პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„ფრაქციის მიერ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევა არ მიმაჩნია სწორად, ეს ჰგავს სადამსჯელო გადაწყვეტილებას. გედევან ფოფხაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა და მისი გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, ეს არის სადამსჯელო აქტი, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ცუდად ახასიათებს ამ გადაწყვეტილების მიმღებს და მგონია, რომ ასეთი სადამსჯელო, ძალიან უხეში მოქმედებით ზიანდება საერთო საქმე.

ძალიან კორექტულად ვცდილობ, ვუპასუხო, როდესაც ხდება მცდარი და არასწორი საჯარო გამონათქვამები ჩვენი რამდენიმე თანაგუნდელის მხრიდან. ეს კარგად ჩანს, ამოიღეთ საჯარო კომენტარები და ნახავთ, არ არის საჭირო ჩემი მხრიდან სახელებისა და გვარების დასახელება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია.

იტვირთბა....