ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. მე მაგალითად, ჩემი სუბიექტური აზრი შემძლია გავაჟღერო, მე მაგალითად, ვთქვი, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმები და ეს არ იქნება სამართლიანად გაწერილი, იქამდე, მე თავს შევიკავებ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ პირდაპირ თქვა, რომ “ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს, მათ შორის ჩემს შეხედულებებს”. ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, ასე რომ მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტში, ასევე მე-9 მოწვევაში და შემდეგ პარლამენტშიც მექნება ჩემი აზრი
ზაქარია ქუცნაშილი