ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: ეკა ბესელია სხდომას არ ესწრებოდა, მასზე საუბარი არ არის სწორი

“ეკა ბესელია დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ არ ესწრება შეხვედრას, მასზე საუბარი არ არის სწორი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ფრაქციის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინ რაზე გაამახვილა ყურადღება შეხვედრაზე, ამაზე თავად უნდა ისაუბრონ.

„თუ ვინ იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რა როგორ ჩატარდა პროცედურულად, პიროვნულად ვის უყვარს და ვის არა ეკა ბესელია.

ჩემი პოზიცია გუნდთან კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და არგუმენტები ვთქვი. მიმაჩნია, ეს არგუმენტები საკმარისია, რომ ჩემ მიმართ პრეტენზია აღარ იყოს. სხვა მხრივ, დისკუსია საჯარო სივრცეში უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

იტვირთბა....