პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “მეტრონომთან” საუბარში ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე პროცესებს აფასებს.
მისი თქმით, ივანიშვილი ცდილოვბს ფასადური ერთიანობა შეინარჩუნოს.
“იმდენად უხარისხოა ეს ყველაფერი, რომ ივანიშვილი ცდილობს ამ ურთიერთზიზღის გარემოში ფასადური ერთიანობა შეინარჩუნოს და ვერტიკალი მის ქვემოთ დაალაგოს და დააბალანდოს ყველაფერი. ამის მცდელბას აქვს ადგილი. ტრაგიკომიკური ისაა, რომ სხდომაზე ირჩევა არა ის ვინაა უკეთესი, არამედ ირჩევა ვინ უარესია, ანუ ვინ უფრო მეტს აშავებს. რეალურად ყველა რაღაცას აშაევბს და აქედან გამომდინარე არის მცდეობა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გაიარონ ეს ყველაფერი, რაც ძალიან რთული იქნება. შეიძლება ძალიან მოკლე დროში, რაღაც ფასადურად გვაჩვენონ, მაგრამ ის პრობლემა, რაც პარტიის შიგნითაა ადრე თუ გვიან მაინც იფეთქებს” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ოფისში სხდომა მიმდინარეობს.