ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სხდომაზე შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი გუნდში” – ფოფხაძე

“ქართული ოცნების” ოფისთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე შევა და ნახავს არის თუ არა გუნდში მისი ადგილი.

ამასთან, დეპუტატმა განსახილველ საკითხებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავა.

„ჯერ შევალ სხდომაზე, შევხედავ, რა ხდება და მერე მექნება საშუალება სრულფასოვნად გითხრათ. ნუ ვიმარჩიელებთ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. სხდომის შემდეგ გეტყვით“, – განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება კითხვას გუნდის შესაძლო გაყოფაზე, ფოფხაძის თქმით, ახლა მთავრია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.

„ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი იყო განმსაზღვრელი და პრინციპული. ახლა ფრაქციის ფარგლებში რატომ არ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი? მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყვნენ ღირსეული ადამიანები. არ ვფიქრობ, რომ ამ თემიდან აქცენტების გადატანა სწორი იყოს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.

იტვირთბა....