უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, განიხილება თუ არა დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვის საკითხი განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელ სხდომაზე გუნდის შიგნით მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.
ოხანაშვილის თქმით, გუნდის წევრების შესახებ წინასწარ შეფასებებს არ აკეთებს.
„ჩვენი გუნდის წევრთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ. ეს არ იქნება გუნდური თამაშის წესი. შესაბამისად, გვექნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით, ფრაქციის ფარგლებში. ასე რომ, რასაც მივიჩნევთ საჭიროდ, საზოგადოებას ვუთხრათ და მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ განვაცხადებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე არ აკონკრეტებს არ აკონკრეტებს, თუ რომელ საკითხებზე გაიმართება მსჯელობა
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ფრაქციის სხდომაზე, რომელსაც დაესწრება პარტიის ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იმ სხვადასხვა საკითხებს შორის რაზე შევჯერდებით და რა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ საზოგადოებას სხდომის ბოლოს შევატყობინებთ“, – აცხადებს სოფო კილაძე.
„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.