ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე: საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, გუშინდელი სინოდის სხდომა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, რადგან კრებაზე კომისიის შექმნის საკითხიც არ დადგა.

“ვთქვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია, წმინდა სინოდზე იყოს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა – რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ ამ საკითხზე. ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე ამაზე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ და სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს. დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შენდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. მაცხოვარი საუბრობს მწყემსიკეთილობაზე და მღველმთავარი უნდა იყოს გაიგივებული ამ სინონიმთან”,

იტვირთბა....