საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ , ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლეთ განწესებაზე, განაცხადა, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მარეგულირებელი ნორმები უნდა დაიხვეწოს.
„ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვერ ჩავერევით საბჭოს წევრების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ვერ ვუკარნახებთ, ვინ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყველამ თავად უნდა იაღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებს, ამიტომ მგონია, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს. საბჭოს გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმები უნდა დაიხვეწოს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწვეტილებას, რასაც საბჭო იღებს. კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებული იყოს ისე, რომ არ იყოს კითხვები შეუვალობასთან, კვალიფიკაციასთან და სანდოობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ დაუჭირა მხარი.