გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით 31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლებელია მცირე თოვა
ასევე, 31 დეკემბერს მცირე თოვაა მოსალოდნელი საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მათ შორის კახეთში. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ავრცელებს.
სინოპტიკოსების განცხადებით, 29-31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება და თითქმის იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
„31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა, მოიღრუბლოს და მაქსიმალურმა ტემპერატურამ 5-7 გრადუსს მიაღწიოს. დღის საათებში იქნება მცირე წვიმა. 30-31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, ღამით მოსალოდნელია დაახლოებით -3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. 31 დეკემბერს ღამით, 00:00 საათზე შესაძლებელია, თბილისში თოვა დაიწყოს“, – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.