“ამ შენობაში ყოფნის ბოლო დღე არის, ზოგმა ორი წელი იმუშავა აქ, ზოგმა – 6. ბევრი რამ მახსოვს, კარგიც ცუდიც. მინდა მადლობა ვუთხრა ქუთაისს. ყველას ვინც კი ამ შენობაში თუ მის გარე იყო და ქმნიდა ამ სამუშაო ატმოსფეროს. იქნებ პროცედურულად რამე სიმბოლური დავგეგმოთ დღის ბოლოს, სამახსოვროდ ჩხუბიც შეიძლებოდა, მაგრამ მელია არ არის და გაგვიჭირდება, ბოლო ბოლო ფოტო მაინც გადავიღოთ სამახსოვროდ. ვინ იცის გაზაფხულამდე რა ხდება, დიდი ამბები გველოდება ”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე.
წყარო: ტაბულა