უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და იუსტიციის საბჭოს მოუწოდა, რომ , თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე
მისივე თქმით, უვადოდ დანიშნული მოსამართლე მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ კრიტერიუმებს მურუსიძე ვერ აკმაყოფილებს და საზოგადოების დიდი ნაწილს არ სურს მისი დანიშვნა.
„ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ საკითხის განხილვისგან, ვიდრე მკაცრად არ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ იქნება არჩეული. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გავლილი საზოგადოებრივი ტესტი, საკანონმდებლო ფილტრი. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი და პლუს პროფესიული. მე არ ვფიქრობ, რომ მურუსიძე აკმაყოფილებს მორალურ კრიტერიუმს, ის იყო ადეიშვილის მოსამართლე. ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაჩერდა, რადგან ჯერ უნდა იყოს გაწერილი მათი არჩევის კრიტერიუმი. იუსტიციის საბჭოს მოვუწედებ, თავი შეიკავონ, მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა” –განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები გასაუბრებას დღეს გაივლიან.