“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინიტრის გიორგი ქობულიას აფასებს.
“ეკ. მინისტრის გუშინდელ საპარლამენტო გამოსვლაზე:
კონტექსტიდან ამოგლეჯილ არაერთ სასაცილო ფრაზაზე გავერთეთ, თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მართლა გვესმოდეს ვინაა ეს ადამიანი და რას უნდა ველოდოთ მისგან
სრულად მოვუსმინე. არც სულელია, არც უჭკუო (მაკენზიში სულელები არ ჰყავთ, მითუმეტეს პარტნიორად). უფრო პირიქით. ეკონომიკა იცის.
თუმცა, უნდა გვესმოდეს რომ ეკონომიკის ცოდნა და მაკენზის პარტნირობა სულაც არ ნიშნავს იმას რომ აპრიორი სწორი ხედვები აქვს ეკონომიკურ საკითხებზე. მაკენზის მსგავს კომპანიებს, მთავრობები, ხშირ შემთხვევაში ფულს იმაში არ უხდიან რომ სწორი რჩევები მიიღონ. ფულს იმაში უხდიან რომ რისი გაკეთებაც სურთ, ის გაუპრავონ კვალიფიციურად. ამისთვის არის ეკონომიკის ცოდნა საჭირო.
ორ ნაწილად დავყოფ, რა თქვა სწორი და რა არასწორი.
ჩემი აზრით რა თქვა სწორი:
სწორია ეკონომიკის ანბანის ახსნა დეპუტატებისთვს, რადგან აზრზე არ არიან, უბრალოდ ზიან ჭკვიანი სახეებით
სწორი თქვა რომ 2014-16 წლებში ჩავარდნა იყო მეტწილად გარე ფაქტორების გამო, თუმცა მან მთავარი ისაა რამდენად მომზადებული დახვდა ქვეყანა ამ გარე ფაქტორებს, და მანდ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა
სწორია რომ რეგიონში თურქეთის გარდა, სხვებთან შედარებით სწრაფი ზრდა გვქონდა მაგ პერიოდში, თუმცა მთავარი ეგ არაა – მთავარი კითხვაა შეგვეძლო თუ არა მეტი გვქონოდა. შეგვეძლო
სწორია რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გვქონდა კატასტროფული ეკონ ვარდნა
სწორი თქვა რომ მას შემდეგ სულ იზრდება ეკონომიკა, სულ ვვითარდებით, სიტუაცია სულ უმჯობესდება, ყველა ხელისუფლების პირობებში
სწორი თქვა რომ სიღარიბე მუდმივად კლებულობს, ყველა ხელისუფლების პირობებში (ამაზე დაესხა ყველაზე მეტი და სრულიად უსამართლოდ)
სწორსი თქვა რომ ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების ტემპი დავარდა (ეს სიმართლე წესით უნდა დაეფასებინა ოპოზიციას, მაგრამ გამორჩათ)
სწორი თქვა რომ ახალი სამუშაო ადგილები მუდივად იქმნება ეკონომიკაში (30-40 ათასი წელიწადში) (ამაში არაფერია არც გასაგიჟებელი და არც აღსაფრთოვანებელი)
სწორი თქვა რომ უმუშევრობის დონე კლებულობს
სწრი თქვა სოფლის მეურნეობაში დასაქმეულობის ძალიან დაბალ პროდუქტიულობაზე
სწორი თქვა რომ სოფლის მეურნეობიდან ადამიანები უნდა გადავიდნენ სერვისების სექტორში თუ გვინდა სიღარიბის შემცირება (ამას მე რომ ვამბობ სოფელს ერჩიო, მაგინებენ)
სწორი თქვა რომ განათლების სფეროში დასაქმებულები ასევე უკიდურესად არაპროდუქტიულები არიან (კი, გამორჩეულად არაპროდუქტიულ ხალხს, ანუ იმ ხალხს რომლებიც დღევანდელ ცხოვრებაში ვერ არიან წარმატებული, ვანდობთ საკუთარი შვილების მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის. კი, ასეთ წარმოუდგენელ მზეობას ვაკეთებთ და ვაფინანსებთ)
სწორი თქვა რომ ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად
სწორი თქვა რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად
სწორი თქვა რომ რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესავსებად ვალები არ უნდა გამოვიყენოთ
სწორი ილაპარაკა ესტონური მოდელის სიკეთეებზე
სწორი თქვა რომ ინფლაციის სერიოზული პრობლემა არ გვიდგას (ამაზეც დაასხეს უსამართლოდ. ნუ, ქართულად აზრის გადმოცემა უჭირს)
სწორი თქვა რომ ინვესტორებს აქვთ პრობლემები ბიუროკრატიასთან (და არა მხოლოდ ინვესტორებს, ადგლობრივ მოკვდავებსაც იგივე პრობლემა გვაქვს)
სწორი თქვა რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია უნდა მოხდეს (ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თქვა სწორ ნათქვამებს შორის, თუმცა მიწა, ტყეები, წიაღისეული არ უხსენებია ამ კონტექსტში, მხოლოდ 2 მლრდ ქონებაო)
სწორი თქვა რომ ენერგეტიკაზე, ლოჯისტიკაზე და ტურიზმზე ფოკუსი მნიშვნელოვანიაო (თუცა გააჩნია ფოკუსში რას გულისხმობს. თუ ბევრი ფულის ხარჯვას ბიუჯეტიდან, მაშინ არასწორია)
სწორი თქვა რომ თავისუფალი ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან არის ძალიან მნიშვნელოვანია
რა თქვა არასწორი:
კარგ ზრდას, საკმაოდ მაღალ ტემპს ეძახის 4-5%-ს. კატასტროფაა ჩემი აზრით. დავრჩებით წუმპეში დიდხანს
ზედმეტად სჯერა IMF-ის პროგნოზების (ეკონ ზრდაზე) და ზოგადად IMF-ის
უმუშევრობის დონეს უყურებს ზედაპირულად და არ იაზრებს რომ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულები სინამდვილეში ფაქტობრივად უმუშევრები არიან. და ჩვეულებრივ კონკურენციაში შედიან დასაქმების ბაზარზე ფორმალურად უმუშევრებთან
დიასახლისები სინამდვილეში მუშაობენ, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. უბრალოდ მათი შრომა მშპ-ში არ აღირიცხება. ეს როგორ შეიძლება არ ესმოდეს ეკ მინისტრს, გაუგებარია
განათლებაში რეფორმები დავიწყეთ და ეშველებაო. განათლებას ერთადერთი რეფორმა სჭირდება – სახელმწიფოსგან გათავისუფლება. განათლების ცენტრალიზებული სისტემის ახალი მინისტრის გემოვნებაზე მორგება – რეფორმა არ არის. ამას ვერ ხვდება ვერც ეს მინისტრი და ვერც ზოგადად ეს ხელისუფლება (და ვერც ბრძენი ერი)
უარყოფით სავაჭრო ბალანსს მიიჩნევს პრობლემად. სტანდარტული და ფართოდ გავრცელებული ბოდვა. აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ ათას მზეობას ეკონ პოლიტიკაში.
სჯერა რომ თუ დიდი ქვეყანა ხარ, ყველაფერი თავად უნდა აწარმოო. და ჩვენ იმიტომ არ უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი, რომ პატარა ქვეყანა ვართ. სწორ დასკვნამდე მიდის არასწორი დასაწყისიდან.
სჯერა რომ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარე – დივიდენდების გატანას აღიქვამს პრობლემად (ვაი, ვაი)
უცხოური ივესტიციები არ არის პანაცეაო (პისდეც)
სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო ფონდში ხედავს გამოსავალს შიდა ინვესტიციების გაზრდისთვის (მოგიტ%$&თ IMF)
ლარიზაცია კარგი ჰგონია
დეპოზიტების იძულებითი დაზღვევა სწორი ჰგონია
დასაქმება ჰგონია ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი
ინკლუზიურობა (ზუსტად რას ნიშნავს არავის ესმის) ჰგონია ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი
ექსპორტის წახალისება ჰგონია ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი (ვაააი)
ინოვაციებზე და ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინვესტიციების შემოტანა – ოქეი, მაგრამ სხვა ინვესტიციებიც რომ შემოვიდეს რა პრობლემაა? რატომ არ შეიძლება ისეთი გარემო შევქმნათ რომ ყველანაირი შემოვიდეს?
მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებაზე აპირებს ფულის ხარჯვას – ნაცვლად იმისა რომ გადასახადები დაწიოს და ბიზნესს მისცეს საშუალება თავად გადაამზადოს ვინც უნდა და როგორც უნდა
ხარისხის კონტროლის გამკაცრებას აპირებს (ვაი)
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესითვის (ანუ, ვიღაცეებმა უნდა იხადონ გადასახადები რათა აფინანსონ ვიღაცეების ბიზნესები) – ეს ისედაც მზეობაა + პრინციპში წინააღმდეგობაში მოდის ერ ბანკის და მთავრობის ბოლო ერთობლივ ინიციატივებთან (სესხებზე ხელმისაწვდომობა შეამცირეს)
სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის ზრდა ჰგონია მიზანი – ნაცვლად იმისა რომ გაყიდოს
სოფლის მეურნეობაში აპირებს ფულის ხარჯვის გაგრძელებას (მიუხედავად იმისა რომ კარგად ესმის ამ სფეროს არაპროდუქტიულობა!)
საქართველოს საკუთარი ფლოტის შექმნას აპირებს – ყოველთვის საზღვაო ქვეყანა ვიყავითო (ააააააააა )
ქვეყნის ავტოპარკის გაუმჯობესება (50% არის ძველიო) – რეგულაციებით აპირებს ღარიბი მოსახლეობის მანქანებიდან ჩამოსმას
აპირებს მშენებლობის კიდევ უფრო რეგულირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
აპირებს ანტიდემპინგური კანონის მიღებას
ესაა მოკლედ.
ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ რაღაცეებს სწორად აფასებს, გეგმები და მიზნები ისეთი აქვს, კიდევ დიდხანს დაგვტოვებს წუმპეში
თუმცა, პატარა საკუთარი ფლოტილია გვეყოლება და შეგვეძლება ამ წუმპეში ვიცურაოთ”, – წერს ჯაფარიძე.