ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს” – ინაშვილი

ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით ფასობს.

„ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. უმრავლესობას მივმართავ, მათ მხარი არ დაუჭიროს და მსგავსი სახის მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გაწმენდა დაიწყოს. ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის წარდგენა ცინიკური დამოკიდებულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაპირისპირებული იყო მოსამართლეებთან და წინა ხელისუფლებასთან. ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს იმაზე, როგორ მოხდა მათი შერჩევა და გადმოგზავნა“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას და ამ მიმართულებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ითხოვს.

იტვირთბა....