ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმე: სასამართლოზე მიხეილ კალანდია იკითხება

ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის პროცესზე აღნიშნული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია მივიდა.

გამოძიების მიხედვით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

შეგეხსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდების ჩხუბს ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღემდე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები გარეთ არიან. ამის გამო დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა ზაზა სარალიძე ამბობს რომ სამართალს ვერ მიაღწია. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

 

 

იტვირთბა....