უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხის განხილვას მაქსიმალური გამჭვირვალება და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი საკითხი. ამ საკითხს მაქსიმალური გამჭვირვალეობა და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება. კანდიდატების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რადგან თან არ ახლავს ბიოგრაფია და მონაცემები. უნდა შევისწავლოთ, ყველას ბიოგრაფია. პროცედურა მოითხოვს, რომ კანდიდატებს მოვუსმინოთ და კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღოს, რეკომენდაციას ვის აძლევს და ვის – არა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს ძალიან ეჩქარება, რადგან მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს, ეს პრობლემური მოცემულობა კანონის ხარჯზე არ უნდა გამოსწორდეს”, – განაცხადა ბესელიამ.