ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ოზურგეთის მინუციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 10 მილიონი მოიპარა” – ლაგაზიძე

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემას ეხება. მისი თქმით, ოზურგეთის მინუციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მოიპარა.

“30 და 50 თეთრად გაყიდული ზღვისპირა მიწები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტისთვის მოპარული 10 მილიონი ლარი!!!

ამბავი იმისა 2016-17 წლებში ოზურგეთის მერია, გამგეობა და საკრებულო როგორ ყიდდა ზღვისპირა მიწებს კვადრატულ მეტრს 30 და 50 თეთრად ლარად, როცა მათი რეალური ღირებულება 50 ლარიდან 100 დოლარამდე მერყეობს (გამომდინარე მდებარეობიდან) და როგორ აზარალეს ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარით, როგორც ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ. დასკვნაში წერია, რომ თუ გასხვისებული მიწები შეფასდებოდა რეალური საბაზრო და სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენილი ფასებით:

მუნიციპალიტეტი „357 ათას ექვსასი ლარის ნაცვლად მიიღებდა 10 მილიონ 722 ათას ორს ლარს“. ანუ რეალურად საქმე გვაქვს სახელმწიფო ქონების დიდი რაოდენობით დატაცებასთან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, რაც დიიიიდხნიან სასჯელს ითვალისწინებს. აუდიტის სამსახური ასკვნის: „რადგან არსებული დარღვევები ყოვლისმომცველია, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა განხორციელდა არა თვითმმართველობის, არამედ კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გათვალისწინებით“. და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაიწყონ გამოძიება. მართალია, ეს ადამიანები ჯერჯერობით თავისუფლად დადიან და იმედი აქვთ რომ აწ უკვე პღეზიდენტის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეობა და ნათესაური კავშირები იხსნის სასჯელისგან, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სუსმა ამ საქმეზე გამოძიება უკვე განაახლა. ხოლო ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და უშუალოდ მერის გადაწყვეტილება 50 თეთრად გაესხვისებინა ზღვისპირა მიწები. თუმცა, როგორც ამ საქმეში მონაწილე ოზურგეთის მერიის და საკრებულოს ჩინოსნები პირად საუბრებში ამბობენ, მათთვის მარტივია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმეების „ჩაწყობა“, რაც ურეკის ტროტუარების თემამაც დაადასტურა.
იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ რესურსი ზეწოლა განახორციელონ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ვთხოვ და მოვუწოდებ სტუდია „მონიტორს“ და რადიო „თავისუფლებას“ დაიწყონ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება 2016-17 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების დატაცება-მითვისების ფაქტზე.
აუდიტის დასკვნის შეცვლას არ ეცადოთ, ხელთ მაქვს! გაგრძელება, რა თქმა უნდა, იქნება!” – წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, აღნიშნულ თემაზე ხათუნა ლაგაზიძე რამდენიმე დღის წინაც წერდა. (იხილეთ აქ)

დიდი ეპოპეა იწყება –  ასე წერდა რამდენიმე დღის წინ თავის პოსტს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე, რითაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებოდა, რომლის მიხედვითაც არაკანონიერად ცნეს საკრებულოს გადაწყვეტილება ურეკის ტროტუარების გაყიდვის თაობაზე.

იტვირთბა....