ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ კალანდიამ პროკურატურა დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, მიხეილ კალანდიამ მთავარი პროკურატურა დატოვა. ის საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კალანდიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც მისმა ადვოკატმა,  ანნა კოტეტიშვილმა განაცხადა,  პროკურატირაში მიხეილ კალანდია არ გამოუკითხავთ.

„ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესების და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამასთან დაკავშირებით იყო დღეს ჩვენი დაბარება. კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმეა, ამასთან დაკავშირებით გაუთქმელობის ხელწერილი ვალდებულებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოკითხვაზე არ ყოფილა. ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ მის მომდევნო სასამართლოს სხდომაზე დაკითხვასთან დაკავშირებით პროცედურები გავიარეთ,“-განაცხადა ანნა კოტეტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 11 არასრულწლოვანი გამოიკითხა.

 

იტვირთბა....