ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დღეს თქვენ ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ” – ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს

“დღეს თქვენ პროცესუალურად და შინაარსობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით, – ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.

დოლიძის პროტესტი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურის დასახელებამ გამოიწვია.

„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ თქვენ დაგაკისრათ“, – მიმართა საბჭოს წევრების უმრავლესობას ანა დოლიძემ.

უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არამოსამართლე წევრებს: ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილსა და ანა დოლიძეს.

იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა

იტვირთბა....