იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქარათველოს პარლამენტს წარუდგენს.
იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა.
„ვფიქრობთ, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მივიღეთ გადაწყვეტილება და შევჯერდით გარკვეულ კანდიდატებზე”, განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.