ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში ჩანიშნული განხილვა გადაიდო.
როგორც სამინისტროში განმარტეს, საბუთების მოსამზადებლად დრო სჭირდებათ.
მინისტრის მოადგილის, ლევან ხარატიშვილის თქმით, სამინისტრო დაინტერესებულია საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხები გაეცეს.
„თუ ვთქვით,რომ სამინისტროს აქვს სურვილი მსგავსი ტიპის საქმიანობა აწარმოოს, მაშინ უფრო მეტ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მხოლოდ ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან. ამიტომ ვფიქრობ რომ არ არის სწორი შეფასება. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები არის. ყველა ეტაპზე ვართ დაინტერესებული როგორც ინსტიტუცია, რომ ყველა კითხვას პასუხის გაეცეს. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის იცავდა ყველა ადამიანის, განსაკუთრებით საკუთარი თანამშრომლების ინტერესებს,”-ლევან ხარატიშვილი.