ხაშურში ტექნიკის მაღაზია “ელიტ ელექტრონიქსი” გაქურდეს, სავარაუდოდ, დამნაშავეებმა შენობაში შესვლა ფანჯრის ჩამტვრევის შედეგად შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის.