16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ქეთევან მირიანაშვილი, კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 დღის წინ მოათავსეს, თუმცა გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით იმავე დღეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავებული სასამართლო სხდომაზე პირდაპირ კლინიკიდან მოიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, მირიანაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია და მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს.