ახალი ამბები საზოგადოება

“საკმარისი საფუძველი არ გვაქვს მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ” – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილე მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისი საფუძველი შსს-ს არ აქვს.

“რაც შეეხება მკ-ს ნაწილს, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვმუშაობთ ძალიან აქტიურად” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს 2017 წლის პირველ დეკემბერს მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს ორი არასრულწლოვნის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....