საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ალადასტურის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ჩალისპირების დასახლების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.