ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება” – სესიაშვილი გახარიას

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გახარისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის.

დეპუტატმა კითხვით მიმართა შს მინისტრ გიორგი გახარიას, დაგეგმილი რეფორმები რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას.

“ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. შეგიძლიათ თუ არა გაგვაცნოთ ანალიზზე დაფუძნებული ხედვა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში?! როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება?! მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, რომელშიც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და ნაკლები სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს გავლენას. მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია“, – მიმართა გახარიას სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახაროას უსმენენ.

იტვირთბა....