ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ნაცმოძრაობის” წევრი, რომელიც ველისციხის ინციდენტში მონაწილეობდა, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ველისციხის ინციდენტში მონაწილე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ვალერი მუსაევს სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოძიება ბრალდებულს პილიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება. ის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, დავით კირკიტაძესთან ერთად 17 დეკემბერს დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ველისციხის ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. დავით კირკიტაძეს კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....