“გახარია გადამდგარი უნდა იყოს, რადგან თავადაა პასუხისმგებელი ბევრ უკანონო დავალებაზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, უამრავი მწვავე კითხვა დაგროვდა.
„სავარაუდოდ, დღეს მოვისმენთ ლიტონ სიტყვებს, არ ველოდებით გახარიას მხრიდან რეალურ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც დაგროვდა საზოგადოებაში. მას ვკითხავთ, ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოიძიეს და არ დასაჯეს შესაბამისი პირები სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, ახალქალაქში ოპოზიციის წევრების უმოწყალოდ ცემაზე, ონში, მათ შორს მინისტრის მოადგილე საბანაძის მამის დანაშაულებრივ ქმედებაზე, ია კერძაიას გარდაცვალებაზე. უამრავი მწვავე კითხვაა და მე ნამდვილად არ ველოდები, რომ მივიღებთ რეალურ პასუხებს იმიტომ, რომ თავად დანაშაულის დამკვეთი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გიორგი გახარია, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.