“პროკურატურასთან ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, ივნისის ბოლოს, დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან, არც მაშინ უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მის გამოკითხვასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ქუმსიშვილამ განმარტა, რომ არც პროგრამა „აწარმოე საქართველოსთან“ და არც სტარტაპებთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა.
„ერთხელ მქონდა კომუნიკაცია და ამის შესახებ ყველამ იცით. ეს იყო ივნისის ბოლოს. დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან, არც მაშინ უნდა ყოფილიყო. პროგრამებთან დაკავშირებით არც მაშინ ყოფილა კითხვები და არც დღეს არ არის. დარწმუნებული ვარ, პროგრამები მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი წარმატებული და სწორი პროგრამა. სტარტაპებზე საერთოდ არ ყოფილა არანაირი კითხვები, არც „აწარმოე საქართველოს“ მიმართ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.