ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: შს მინისტრს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა  მინისტრის მიმართ დაგროვდა უამრავი კითხვა და ის ვალდებული იყო, პარლამენტში მისულიყო.

ხოშტარიას თქმით, გიორგი გახარიას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

„დაგროვდა უმწვავესი პრობლემები ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო ბრძანებების გაცემის, კონსტიტუციის დარღვევის და ოპოზიციის რეპრესიების. გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თითი არ გაანძრია ხორავას ქუჩის საქმეზე გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის. ის ვალდებული იყო პარლამენტში მოსულიყო და პასუხი გაეცა. ყველა ამ კითხვაზე პასუხს მწვავედ მოვთხოვთ. შინაგან საქმეთა მინისტრი აკავებს ოპოზიციის ლიდერს, უკანონო ბრძანებას გასცემს, მოლოდინებზე საუბარი არ არის. მას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

იტვირთბა....