aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობა” ქალებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს” – კილაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალი პოლიციელები ისეთივე თავდადებით შრომობენ ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, როგორც კაცი პოლიციელები.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ გურჯაანში, სასამართლოს წინ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ. თუმცა, ამ სიცრუეზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა“ ქალებსა და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს. ქალი, დედა, ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და მას არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ პოლიტიკოსების მიერ ბავშვისა და ქალის დაკნინების მცდელობა მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ უღირსი, დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს, ბავშვი და ქალი დააკნინოს“ – განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....