გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.
სასამართლოს შესასვლელთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
აქციაზე შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს. მათი თქმით, ეს ყვავილები იმის მანიშნებელია, რომ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.
„ძალიან მაინტერესებს, ვინ იცავს დღეს კახეთში წესრიგს? ყველა პოლიციელი აქ დგას და მაინტერესებს, მართლწესრიგს ვინ იცავს? ჩვენ მშვიდობიან აქციას ვგეგმავთ. გვინდა სასამართლო პროცესზე შესვლა და იმედია, შეგვიშვებენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.